შსს-ს ოფიციალური სტატისტიკით, გასულ წელს სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკურ საქმიანობის წინააღმდეგ დანაშაული 5.6%-ით გაიზარდა.
2025 წელს აღნიშნული კატეგორიის 417 დანაშაულია რეგისტრირებული, გახსნის მაჩვენებელმა კი 70.3% შეადგინა.
უფრო დეტალურად, გასულ წელს რეგისტრირებულია უკანონო სამეწარმეო საქმიანობის 56 დანაშაული (წლიური კლება 9.7%), 1 უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობა (წლიური ზრდა 100%), უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრება) 58 შემთხვევა (წლიური კლება 28.4%), სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევის 2 ფაქტი (წლიური ზრდა 200%), სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის ან სხვა კომერციული აღნიშვნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების 5 ფაქტი (წლიური კლება 75%), ფალსიფიკაციის 17 შემთხვევა (წლიური ზრდა 70%), ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება, შემოტანა ან რეალიზაციის 5 ფაქტი (წლიური ზრდა 150%), მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვების, შენახვის, რეალიზაციის ან გადაზიდვის 259 ფაქტი (წლიური ზრდა 28.9%), ყალბი აქციზური მარკების დამზადება, გასაღება ან/და გამოყენების 1 ფაქტი (წლიური ზრდა 100%), ინსაიდერული ინფორმაციის, კომერციული ან საბანკო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის
უკანონოდ შეგროვება, გადაცემა, გახმაურება ან გამოყენების 1 შემთხვევა (წლიური კლება 85.7%), მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით ქონების გადამალვის 6 შემთხვევა (წლიური კლება 33.3%) და ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტის ან/და რეექსპორტის 6 შემთხვევა (წლიური ზრდა 600%).




























