მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2025 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 5 მლნ-იან ზღვარს გადააბიჯებს - თეა ზაქარაძე

თეა ზაქარაძე

2025 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 5 მლნ-იან ზღვარს გადააბიჯებს, - ამის შესახებ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ მომავალი წლის მგზავრთნაკადის პროგნოზებთან დაკავშირებით განაცხადა.

თეა ზაქარაძე ფიქრობს, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 2025 წელს უკვე 1 მლნ მგზავრზე მეტს მოემსახურება.

„2024 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონი ავიაციაში განსაკუთრებულად გამორჩეული და წარმატებულია. თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში საკმაოდ მაღალი ზრდა გვაქვს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტებში 2023 წლის იანვარი-სექტემბერთან შედარებით 31%-იანი ზრდაა, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 42 % -იანი ზრდა. ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ COVID პანდემიის შემდეგ ჩვენ უკვე დავიბრუნეთ და გავუსწარით კიდევაც 2019 წლის მაჩვენებლებს. ასეთი მაღალი ზრდა 2025 წლის განმავლობაში ალბათ ვერ შენარჩუნდება.

თუმცა, შემოდიან ახალი კომპანიები, 2025 წლიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას იწყებს British Airways-ი და easyJet-ი, ასევე გვაქვს ის სიახლე, რომ Transavia France იწყებს რეისებს პარიზიდან. აქტიური მოლაპარაკებები გაქვს ჩინურ ავიაკომპანიებთან, როგორც სატვირთო, ისე სამგზავრო რეისებთან დაკავშირებით. ვვარაუდობთ, რომ 2025 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 5 მლნ-იან ზღვარს გადააბიჯებს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წელს დავასრულებთ დაახლოებით 4,6 მლნ მგზავრით, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში გვაქვს რეკორდი, რადგანაც 900 000 მგზავრი გვეყოლება. ასევე ველოდებით, რომ 2025 წელს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 1 მლნ-იან ზღვარს გადააბიჯებს“, - აღნიშნა თეა ზაქარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები