2025 წლის 9 თვეში რუსეთიდან საქართველოს ეკონომიკაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 16.8%-ით 56.7 მლნ დოლარამდე გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ჩრდილო მოსაზღვრე სახელმწიფომ, საქართველოსთვის TOP ინვესტორი ქვეყნების რეიტინგში მეცხრე ადგილი დაიკავა.
საქსტატიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, ყველაზე დიდი მოცულობით რუსული FDI უძრავი ქონების სექტორში ჩაიდო. განხორციელებული რუსული ინვესტიციების მიხედვით, ეკონომიკის დარგების რეიტინგი ასე გამოიყურება:
- უძრავი ქონების სექტორი - $15.3 მლნ;
- მშენებლობა - $11.7 მლნ;
- სტუმარმასპინძლობის სექტორი - $10.9 მლნ;
- დამმუშავებელი მრეწველობა - $8.3 მლნ;
- IT – $3.8 მლნ;
- ვაჭრობა და ავტომობილების რემონტი - $2.5 მლნ;
- პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - $1.4 მლმნ
- სოფლის მეურნეობის სექტორი - $1.1 მლნ;
- ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - $719 ათასი;
- ტრანსპორტი და დასაწყობება - $230 ათასი.
BM.GE-მ საქსტატიდან იმ კომპანიების ათეულიც გამოითხოვა, სადაც 2025 წლის 9 თვეში ყველაზე მეტი რუსული ინვესტიცია ჩაიდო. ჩამონათვალი ასე გამოიყურება და რეიტინგის მიხედვით არ არის დალაგებული: შპს სამსუნგ ელექტრონიკს კავკასიის კომპანიის წარმომადგენლობითი ოფისი საქართველოში; შპს ლერმონტ; შპს კადევე საქართველო; შპს სი. აი. ჯი; შპს ლეგერო; შპს დელივერი ტექნოლოჯის საქართველო; შპს ნგს გრუპ; შპს ალიანსი ფრივილიჯი; შპს ალაზანი; შპს შატო გრემი.




























