2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველო სულ 70,000-მა საერთაშორისო სატრანზიტო ტრაილერმა გადაკვეთა - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი.
დოკუმენტის თანახმად, საქართველომ სატრანზიტო მომსახურებიდან 25 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რადგანაც თითოეული ტრაილერი ქვეყნის გადაკვეთის ნებართვის მოსაპოვებლად გზათსარგებლობის სატრანზიტო მოსაკრებელს იხდის, რომლის ღირებულებაც 350 ლარს შეადგენს.
2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სატრანზიტო ტრაილერების რაოდენობა, ისევე როგორც სატრანზიტო მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი 10%-ით არის შემცირებული.