მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წლის ორი თვის მონაცემებით, უძრავი ქონების ბაზარმა პიკი გაიარა და დაღმასვლის ფაზაშია - ხიშტოვანი

გიორგი ხიშტოვანი

PMC კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, უძრავი ქონების ბაზარმა პიკი გადაიარა და ახლა დაღმავლობის ფაზაშია. როგორც ის Facebook-ზე წერს, ტრანზაქციების რაოდენობით უძრავი ქონება 2022 წლის მდგომარეობას უბრუნდება.

"თბილისში უძრავი ქონების ტრანზაქციების შემდეგი რაოდენობა ფიქსირდება (იანვარი-თებერვალი 2025 vs. იანვარი-თებერვალი 2024):

  • 2025 წლის იანვარი-თებერვალი - 6097 ტრანზაქცია
  • 2024 წლის იანვარი-თებერვალი - 6686 ტრანზაქცია ანუ, მთლიანი ტრანზაქციების რაოდენობა იანვარ-თებერვალში წინა წელთან შედარებით შემცირებულია 8,8%-ით. ამასთანავე, ბათუმში ტრანზაქციების რაოდენობა იანვარ-თებერვალში თითქმის იდენტურია წინა წლის შესაბამის პერიოდის (იანვარი-თებერვალი 2024 – 2197 ტრანზაქცია; იანვარი-თებერვალი 2025 – 2226 ტრანზაქცია).

რაც შეეხება კომერციული ბანკების მიერ გაცემული იპოთეკურ სესხებს (თებერვალი 2025 vs. თებერვალი 2024), 2025 წლის თებერვალი - 328,8 მილიონი ლარის გაცემული სესხი (3500 გაცემული სესხი)• 2024 წლის თებერვალი - 321,4 მილიონი ლარის გაცემული სესხი (4293 გაცემული სესხი).

რაც შეეხება პირველი ორი თვის შედეგებს (იანვარი-თებერვალი 2025 vs. იანვარი-თებერვალი 2024):

• 2025 წლის იანვარი-თებერვალი - 574,8 მილიონი ლარის გაცემული სესხი (6554 გაცემული სესხი)

• 2024 წლის იანვარი-თებერვალი - 563,8 მილიონი ლარის გაცემული (7584 გაცემული სესხი) შესაბამისად, წლის პირველი ორი თვის მონაცემების მიხედვით, გაცემული სესხების რაოდენობა წინა წლის ორ თვესთან შედარებით შემცირდა 13,6%-ით, ხოლო გაცემული სესხების მოცულობის მიხედვით, პორტფელი გაიზარდა 2%-ით", - წერს ხიშტოვანი.

PMC კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის შეფასებით, დეკემბერი-იანვრის მნიშვნელოვანი საშეღავათო აქციების შემდეგ, თებერვალში ბაზარი კიდევ უფრო შენელდა, რის შედეგადაც, როგორც ტრანზაქციების, ასევე, გაცემული იპოთეკური სესხების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირებულია.

"ტრანზაქციების და გაცემული სესხების რაოდენობის მნიშვნელოვან კლებას აბალანსებს ტრანზაქციის და გაცემული სესხის მოცულობის ზრდა წინა წელთან შედარებით. ერთი შეხედვით 2025 პირველი ორი თვის მონაცემების მიხედვით, უძრავი ქონების ბაზარმა პიკის ფაზა გაიარა და დაღმასვლის ფაზაშია, ანუ სტაგნაციის მდგომარეობა გრძელდება და რომ შევადაროთ მონაცემები, ტრანზაქციების რაოდენობის მიხედვით ბაზარი უბრუნდება 2022 წლის მდგომარეობას".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები