მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წლის პირველ ნახევარში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 3%-ით შემცირდა

მშენებლობა

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 5,424 სამშენებლო ნებართვა გაიცა, რაც წინა წელთან შედარებით 3%-ით ნაკლებია. ამ სამშენებლო ნებართვებით გათვალისწინებული ობიექტების ჯამური ფართობი 5.19 მილიონი კვადრატული მეტრია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.8%-ით ნაკლებია.

გაცემული სამშენებლო ნებართვების 46% მოდის თბილისზე, 12.3% ქვემო ქართლზე, 8.5% კახეთზე და 6.8% კი მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე. ამასთან, აჭარაზე სამშენებლო ნებართვების 6.4% მოდის.

გაცემული ნებართვების უდიდესი ნაწილი - 4.1 მილიონი კვადრატული მეტრი და 3,800 ნებართვა მოდის საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე, სამრეწველო ობიექტების ფართობი 462 ათასი კვადრატული მეტრია, სავაჭრო ობიექტების 218 ათასი კვადრატული მეტრი, 152 ათასი კვადრატული მეტრი მოდის ახალი სასტუმროების ნებართვებზე 48 ათასი კვადრატული მეტრი კი ახალ სასწავლო დაწესებულებებზე.

რაც შეეხება დასრულებულ ობიექტებს, მათი ფართობი იყო 1.6 მილიონი კვადრატული მეტრი, რაც წლიურად 0.3%-ით არის გაზრდილი. საქსტატის თანახმად, ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების 35.9% მოდის თბილისზე, 12.6% - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11% - კახეთის რეგიონზე, 8.7% ქვემო ქართლის რეგიონზე, 8.6% იმერეთზე, სამეგრელო-ზემო სვანეთზე 5.2%, აჭარაზე კი 3.7%.

გაცემული სამშენებლო ნებართვების ფართობი ყოველთვის რამდენჯერმე აღემატება დასრულებული ობიექტების ფართობს, რადგანაც ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ნებართვა არ ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული ობიექტი მართლაც აშენდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები