მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2026 წელს ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს ვუმასპინძლებთ, განაცხადი გვაქვს წარდგენილი რაგბიზეც - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე
28.06.24 14:48
971

2026 წელს ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს ვუმასპინძლებთ, განაცხადი გვაქვს წარდგენილი რაგბიზეც - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა.

მთავრობის მეთაური იმედს გამოთქვამს, რომ საერთაშორისო რაგბის კავშირი მათ განცხადებას მოიწონებს.

„ჩვენ 2026 წელს ვუმასპინძლებთ ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს. ამასთან დაკავშირებით გაკეთდა განაცხადი და უკვე დამტკიცდა ჩვენი განაცხადი. ქართული ძიუდო ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2026 წელს ევროპის ჩემპიონატი გაიმართება საქართველოში. ასევე განაცხადი გვაქვს წარდგენილი 2025 და 2026 წლებში რაგბის 20 წლამდე მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებლად. იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო რაგბის კავშირი ჩვენს ამ განაცხადს მოიწონებს, რისი დიდი ალბათობაც არსებობს.

ამასთან, დაიწყო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი შენობის მშენებლობა, რომელიც მომავალ წელს შევა ექსპლუატაციაში“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები