მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიო რაგბიმ გიორგი ნიჟარაძეს ვერნონ პიუს სახელობის ჯილდო გადასცა

გია ნიჟარაძე

პარიზში მსოფლიო რაგბის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც საქართველოს რაგბის კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ ვერნონ პიუს სახელობის ჯილდო მიიღო.

2001 წლიდან მოყოლებული აღნიშნული ჯილდო კონკრეტულ პიროვნებას ან ორგანიზაციას გადაეცემა, რომელიც რაგბის განვითარებაში დიდ წვლილს შეიტანს, როგორც საკუთარ ქვეყანაში ისე საერთაშორისო დონეზე.

2008-2016 წლებში გიორგი ნიჟარაძე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი იყო. 2020 წლის 4 დეკემბერს ნიჟარაძე 4 წლის ვადით რაგბი ევროპის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები