მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2026 წელს პენსია 20 ლარით გაიზრდება - ბიუჯეტის პროექტი

პენსია ფული

ფინანსთა სამინისტრომ 2026 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები წარადგინა, რომელთა მიხედვითაც, პენსიის ზრდა პენსიის ინდექსაციის შესახებ კანონის შესაბამისად არის გათვალისწინებული. კანონის თანახმად, წლიდან წლამდე პენსიის ზრდის მინიმალური მაჩვენებელი 20 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს, სწორედ ამდენით იზრდება 70 წლამდე პირების პენსია, რაც მომდევნო წელს 370 ლარით განისაზღვრება. 70 წელს ზემოთ მყოფი პირებისთვის კი პენსია 45 ლარით გაიზრდება.

"70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 45 ლარით და განისაზღვრება 495 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 594 ლარს გაუტოლდება;

70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 370 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 444 ლარი იქნება", - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში.

პარლამენტს განსახილველად ბიუჯეტი 1 ოქტომბერს წარედგინება. განხილვების პროცესში პენსიის მოცულობა შეიძლება გადაიხედოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები