2026 წელს საქართველოს მთავრობა 23 მილიარდი ლარის გადასახადების აკრეფას გეგმავს - ამის შესახებ მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტიდან ხდება ცნობილი, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტს უკვე წარუდგინა. პროექტის თანახმად, საგადასახადო მობილიზება 2025 წელთან შედარებით 1.1 მილიარდი ლარით იზრდება. ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, მომდევნო წლის ბიუჯეტი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე არის დაგეგმილი, სწორედ ამიტომ საგადასახადო გეგმის ზრდა სწორედ 5.2%-ია.
კონკრეტული გადასახადების მიხედვით, ყველაზე მეტად - 800 მილიონი ლარით, ანუ 11%-ით იზრდება საშემოსავლო გადასახადის გეგმა, რაც მომდევნო წელს 8.17 მილიარდ ლარს მიაღწევს. დღგ-ის გეგმა კი 544 მილიონი ლარით მოიმატებს და 8.68 მილიარდი ლარი იქნება.
50 მილიონი ლარით იზრდება აქციზის გეგმა, ხოლო მოგების გადასახადის გეგმის მატება კი 80 მილიონ ლარს შეადგენს.
2026 წლის საგადასახადო გეგმა ასე ნაწილდება:
| დასახელება | 2026 წლის პროექტი | ზრდა/კლება 2025 წელთან |
| გადასახადები ჯამურად | 23,030,000,000 ლარი; | 5% |
| საშემოსავლო გადასახადი | 8,170,000,000 ლარი; | 11% |
| მოგების გადასახადი | 3,150,000,000 ლარი; | 3% |
| დამატებული ღირებულების გადასახადი | 8,680,000,000 ლარი; | 7% |
| აქციზი | 2,700,000,000 ლარი; | 2% |
| იმპორტის გადასახადი | 150,000,000 ლარი; | 0% |
| სხვა გადასახადები | 180,000,000 ლარი; | -65% |




























