ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2026 წლის ბიუჯეტის შესრულების ხუთი თვის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც პერიოდის განმავლობაში ბიუჯეტში სულ 9.4 მილიარდი ლარის გადასახადები შევიდა. ეს ექვსი თვის საგადასახადო გეგმის 85%-ია. კონკრეტული გადასახადების მიხედვით ყველაზე მაღალი შესრულება მოგების გადასახადშია, სადაც ხუთ თვეში გეგმის 90.7% შესრულდა, ხოლო დაბალი ათვისებაა აქციზის გადასახადში, სადაც ათვისება 80.1%-ია.
2026 წლის 5 თვეში საგადასახადო შესრულება ასე ნაწილდება:
- საშემოსავლო გადასახადი - 3,497,528,400 ლარი, ექვსი თვის გეგმის 86.4%;
- დამატებული ღირებულების გადასახადი - 3,395,801,300 ლარი, ექვსი თვის გეგმის 83.6%;
- მოგების გადასახადი - 1,492,530,900 ლარი, ექვსი თვის გეგმის 90.7%;
- აქციზის გადასახადი - 969,073,600 ლარი, ექვსი თვის გეგმის 80.1%;
- იმპორტის გადასახადი - 64,772,800 ლარი, ექვსი თვის გეგმის 90%.
რაც შეეხება პრივატიზაციის შემოსავლებს, ის 75.6 მილიონი ლარი იყო, ჯარიმებიდან კი ცენტრალურ ბიუჯეტში 106 მილიონი ლარი შევიდა.




























