მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2026 წლის 6 თვეში მთავრობამ ₾11.2 მილიარდის გადასახადები აკრიფა|როგორ შესრულდა გეგმა?

ლარი

2026 წლის 6 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების სახით 11,2 მილიარდი ლარი შევიდა. ფინანსთა სამინისტროს ხაზინის ანგარიშის თანახმად, წლის პირველი ნახევრის საგადასახადო გეგმა 101.3%-ით შეასრულა.

უფრო კონკრეტულად თითოეული გადასახადის შესრულების მაჩვენებლები ასეთია:

  • საშემოსავლო გადასახადი - ₾4.1 მილიარდი, გეგმის 102.4%;
  • დამატებული ღირებულების გადასახადი - ₾4.1 მილიარდი, გეგმის 101.6%;
  • მოგების გადასახადი - ₾1.8 მილიარდი, გეგმის 108.9%;
  • აქციზის გადასახადი - ₾1.2 მილიარდი, გეგმის 100.4%;
  • იმპორტის გადასახადი - ₾80 მილიონი, გეგმის 110.8%;

ხაზინის სამსახურის მონაცემებითვე, „სხვა გადასახადების“ სახით მიღებულმა შემოსავლებმა იანვარ-ივნისში 143 მლნ ლარი შევიდა ბიუჯეტში.

საერთაშორისო საბიუჯეტო კლასიფიკაციის (GFS) მიხედვით,"სხვა გადასახადებში" არა - მხოლოდ საშემოსავლო გადასახადი არამედ სხვა ნებისმიერი გადასახადიც შეიძლება მოხვდეს. „სხვა გადასახადები“ (1160) განკუთვნილია იმ გადასახადებისთვის, რომელთა სწრაფად იდენტიფიცირებაც რთულია - განსხვავებულად არის სტრუქტურირებული და ნამდვილად სცდება GFS-ის მკაფიოდ განსაზღვრულ კლასიფიკაციებს ანუ საერთაშორისოდ შეთანხმებულ სტატისტიკურ სტანდარტებს. ეს არის გადასახადების ნარჩენი კატეგორია, რომელიც, როგორც წესი, მცირეა თანამედროვე საგადასახადო სისტემების უმეტესობაში.

მთლიანობაში, 2026 წლის იანვარ-ივნისში, სახელმწიფო ბიუჯეტმა 12.5 მილიარდი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც 6 თვის საპროგნოზო მოცულობის 103%-ია.

სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები გადასახადების გარდა, შედგება გრანტებისა და კრედიტებისგან, რომელსაც მთავრობა იღებს.

ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მონაცემებითვე, 6 თვეში, გრანტების სახით, სახელმწიფო ბიუჯეტში 171 მლნ ლარი შევიდა, რაც გეგმის 90%-ია.

ვალდებულებებიდან ანუ კრედიტებიდან კი, 2.7 მილიარდის შემოსავალი შევიდა ბიუჯეტში, რაც 6 თვის გეგმის 102.3%-ია. აღსანიშნავია, რომ საშინაო ვალის გეგმა 124.2%-ით შესრულდა, ხოლო საგარეო კრედიტებში კი, საპროგნოზო მოცულობასთან შედარებით ჩამორჩენა იყო. კერძოდ, 1.7 მილიარდი მიიღო ბიუჯეტმა, რაც გეგმის 92.4%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები