მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2026 წელსაც მუნიციპალიტეტებში დამატებული ღირებულების გადასახადის 20% დარჩება – ბიუჯეტის პროექტი

ფული ლარი

2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობები კვლავ მიიღებენ დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) 20%-ს. ცვლილება მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტებს შორის შემოსავლების უფრო თანაბარ გადანაწილებას და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებას.

ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, რომ გარდამავალი პერიოდი, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალიტეტებს დღგ-ს განაწილების პრინციპი ეტაპობრივად ემატება, გაგრძელდება 2026 წლის ჩათვლით.

„შარშან მუნიციპალიტეტებს შორის დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილების წესი შეიცვალა — 19%-ის ნაცვლად მუნიციპალიტეტებში 20% მიდის და გარდამავალი პერიოდიც გახანგრძლივდა. წარმოდგენილი ცვლილებით, 2026 წელსაც იგივე წესით მოხდება დაანგარიშება“, — განაცხადა კაკაურიძემ.

2025 წელს განხორციელდა დღგ-ს საპროგნოზო მოცულობის უფრო თანაბარი გადანაწილება მუნიციპალიტეტებისთვის. ცვლილების შედეგად, იმ თვითმმართველობებზე, რომელთა დღგ-ს საპროგნოზო მაჩვენებელი 15 მილიონ ლარზე ნაკლები იყო, შეზღუდვა მოიხსნა, ხოლო სხვებისთვის მინიმალური ზღვარი სწორედ ამ ოდენობით განისაზღვრა.

მოქმედი მოდელი 2019 წლიდანაა ძალაში, როდესაც მთავრობის გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტების დაფინანსების სისტემა შეიცვალა — გაუქმდა გათანაბრებითი ტრანსფერი, ხოლო ადგილობრივ თვითმმართველობებზე დღგ-ს სახით მიღებული შემოსავლების ნაწილი გადავიდა.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2026 წლისთვის თბილისის მუნიციპალიტეტი ყველაზე მეტ თანხას მიიღებს — დაახლოებით 667 მილიონ ლარს. შემდეგ მოდიან ბათუმი (დაახლოებით 77.9 მლნ), ქუთაისი (75.5 მლნ), გორი (74.8 მლნ) და რუსთავი (64.6 მლნ). ყველაზე მცირე დაფინანსება განსაზღვრულია ლენტეხის (8.2 მლნ) და ყაზბეგის (7.6 მლნ) მუნიციპალიტეტებისთვის.

მუნიციპალიტეტი 2026 წლის დღგ-ის განაწილების გეგმა
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი 667,275,000
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი 77,903,000
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი 75,516,000
გორის მუნიციპალიტეტი 74,865,000
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი 64,666,000
მარნეულის მუნიციპალიტეტი 56,854,000
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი 52,514,000
ქობულეთის მუნიციპალიტეტი 39,060,000
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი 31,465,000
თელავის მუნიციპალიტეტი 30,814,000
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი 30,814,000
გურჯაანის მუნიციპალიტეტი 29,295,000
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი 29,078,000
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი 29,078,000
ახალციხის მუნიციპალიტეტი 29,078,000
ხაშურის მუნიციპალიტეტი 28,861,000
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი 27,776,000
საჩხერის მუნიციპალიტეტი 26,257,000
ჭიათურის მუნიციპალიტეტი 25,389,000
სამტრედიის მუნიციპალიტეტი 24,087,000
კასპის მუნიციპალიტეტი 24,087,000
ახმეტის მუნიციპალიტეტი 23,653,000
დუშეთის მუნიციპალიტეტი 23,219,000
ქარელის მუნიციპალიტეტი 23,002,000
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი 22,568,000
დმანისის მუნიციპალიტეტი 22,134,000
ქედის მუნიციპალიტეტი 20,398,000
სენაკის მუნიციპალიტეტი 19,964,000
მცხეთის მუნიციპალიტეტი 19,747,000
ხულოს მუნიციპალიტეტი 18,662,000
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი 18,662,000
ბოლნისის მუნიციპალიტეტი 18,662,000
გარდაბნის მუნიციპალიტეტი 18,662,000
წალკის მუნიციპალიტეტი 18,662,000
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი 18,662,000
ბორჯომის მუნიციპალიტეტი 18,662,000
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი 18,662,000
სიღნაღის მუნიციპალიტეტი 17,794,000
შუახევის მუნიციპალიტეტი 17,577,000
თერჯოლის მუნიციპალიტეტი 17,577,000
მარტვილის მუნიციპალიტეტი 17,577,000
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი 17,577,000
მესტიის მუნიციპალიტეტი 17,360,000
ადიგენის მუნიციპალიტეტი 16,926,000
ყვარელის მუნიციპალიტეტი 16,275,000
ხობის მუნიციპალიტეტი 16,058,000
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი 16,058,000
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი 14,973,000
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი 14,105,000
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი 13,671,000
ასპინძის მუნიციპალიტეტი 13,237,000
ვანის მუნიციპალიტეტი 12,586,000
ცაგერის მუნიციპალიტეტი 12,369,000
ბაღდათის მუნიციპალიტეტი 12,152,000
ხონის მუნიციპალიტეტი 12,152,000
თიანეთის მუნიციპალიტეტი 12,152,000
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი 11,935,000
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი 11,718,000
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი 11,501,000
ტყიბულის მუნიციპალიტეტი 11,284,000
აბაშის მუნიციპალიტეტი 11,067,000
ონის მუნიციპალიტეტი 9,765,000
ლენტეხის მუნიციპალიტეტი 8,246,000
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი 7,595,000

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები