მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2026 წლიდან აბუ-დაბის მიმართულებით თბილისიდან ახალი კომპანია იფრენს

Etihad Airways

საქართველოს საავიაციო ბაზარზე არაბთა გაერთიანებული საამიროების კომპანია Etihad Airways-ი შემოდის.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარდგენილი პირველადი განაცხადის შესაბამისად, ავიაკომპანია აბუ-დაბი-თბილისის საჰაერო ხაზზე ფრენების დაწყებას 2026 წლის მარტიდან გეგმავს. ავიარეისების შესრულება კვირაში 14 სიხშირით იგეგმება. Etihad Airways-სთვის ფრენების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურები 2025-2026 წლის ზამთრის სანავიგაციო სეზონამდე დაიწყება.

ამჟამად, თბილისი-აბუ-დაბი საჰაერო ხაზზე Air Arabia Abu Dhabi ოპერირებს. დღეის მდგომარეობით, ფრენები აღნიშნული მიმართულებით კვირაში 7 სიხშირით სრულდება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ყურის ქვეყნებს შორის ყველაზე აქტიური საჰაერო მიმოსვლა სწორედ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან აქვს. გასული წლის მონაცემებით, ორ ქვეყანას შორის 647 710 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რამაც საქართველოსა და გალფის ქვეყნებს შორის საერთო მგზავრთნაკადის 59%-ი შეადგინა.

"Etihad Airways-ის საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოსვლა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, მგზავრთნაკადის კიდევ უფრო ზრდას და საქართველოში სამოქალაქო ავიაციისა და ტურიზმის სექტორების გაძლიერებას", - აცხადებენ სამინისტროში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები