საქართველოს მთავრობამ პარლამენტს 2026 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი წარუდგინა, რომელიც პირველი წარდგენის ბიუჯეტის ანალოგიურია. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ შემუშავებული განრიგის თანახმად, ბიუჯეტის პროექტის განხილვა 4-10 ნოემბერს გაიმართება.
ბიუჯეტის მთლიანი ასიგნებები კვლავ 30.5 მილიარდ ლარზე არის განსაზღვრული, რაც 2025 წელთან შედარებით 2.5 მილიარდი ლარით მეტია. პირველ წარდგენასთან უცვლელია საგადასახადო შემოსავლების მოცულობა, რაც 23 მილიარდი ლარით განისაზღვრება. ეს თანხა 2025 წელთან შედარებით 1.15 მილიარდი ლარით მეტია. ასევე პირველ წარდგენასთან შედარებით უცვლელია საგარეო კრედიტების პარამეტრიც და ის 3.41 მილიარდი ლარით განისაზღვრება.
2025 წლის ბიუჯეტთან შედარებით, სამინისტროებს შორის ყველაზე მეტად - 800 მილიონი ლარით იზრდება ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი და ის 9.6 მილიარდ ლარს მიაღწევს. ამ სამინისტროს დაფინანსების მატება ძირითადად მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის გაზრდილ ბიუჯეტს უკავშირდება. კერძოდ, ინდექსაციის წესის შესაბამისად 70 წელზე ზემოთ პირთა პენსიები 45 ლარით 495 ლარამდე იზრდება, 70 წელს ქვემოთ მყოფთა პენსია კი 20 ლარით მოიმატებს და 370 ლარი გახდება.
მეორე ყველაზე მსხვილი ბიუჯეტის მქონე სამინისტრო ინფრასტრუქტურის სამინისტრო იქნება, რომლის ბიუჯეტიც 3.1 მილიარდი ლარით განისაზღვრება. ეს თანხა წლიურად 28 მილიონი ლარით არის შემცირებული. მესამე ადგილზე კი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროა 2.6 მილიარდი ლარის დაფინანსებით, რაც წლიურად 470 მილიონი ლარით არის შემცირებული.
თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება 1.8 მილიარდი ლარი იქნება (ზრდა 70 მლნ ლარი), შსს-ს ბიუჯეტი კი 78 მილიონი ლარით გაიზრდება და 1.47 მილიარდ ლარს მიაღწევს. ეკონომიკის სამინისტროს დაფინანსება კი 195 მილიონი ლარით გაიზრდება და 1.14 მილიარდი ლარი გახდება.
2026 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტი უწყებების მიხედვით ასე ნაწილდება (პირველადი პროექტის იდენტურია)
| დასახელება | 2026 წლის გეგმა ლარები | ზრდა/კლება ლარებში 2025 წლის ბიუჯეტთან შედარებით |
| მთლიანი ასიგნებები | 30,475,852,000 | 2,534,122,000 |
| ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო | 9,620,760,000 | 800,760,000 |
| ინფრასტრუქტურის სამინისტრო | 3,096,850,000 | -28,150,000 |
| განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო | 2,615,309,000 | -469,691,000 |
| თავდაცვის სამინისტრო | 1,800,000,000 | 70,000,000 |
| შინაგან საქმეთა სამინისტრო | 1,473,000,000 | 78,000,000 |
| ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | 1,142,500,000 | 195,491,000 |
| გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო | 855,761,000 | 47,661,000 |
| იუსტიციის სამინისტრო | 442,435,000 | 435,000 |
| კულტურის სამინისტრო | 319,277,000 | 6,000,700 |
| სპორტის სამინისტრო | 295,410,000 | -2,940,500 |
| სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური | 265,000,000 | 13,500,000 |
| საგარეო საქმეთა სამინისტრო | 220,000,000 | 5,000,000 |
| საერთო სასამართლოები | 160,000,000 | -4,500,000 |
| ფინანსთა სამინისტრო | 130,000,000 | 9,000,000 |
| სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური | 120,500,000 | 10,500,000 |
| რეგიონული განვითარების სამინისტრო | 110,400,000 | 110,400,000 |
| საზოგადოებრივი მაუწყებელი | 101,190,000 | 0 |
| პროკურატურა | 95,500,000 | 24,750,000 |
| პარლამენტი | 91,544,000 | -1,412,500 |
| ცენტრალური საარჩევნო კომისია | 43,745,000 | -85,373,000 |
| მთავრობის ადმინისტრაცია | 30,000,000 | 1,000,000 |
| აუდიტის სამსახური | 26,241,000 | 962,000 |
| საპატრიარქო (საბიუჯეტო დაფინანსება) | 25,000,000 | 0 |
| ვეტერანების საქმეთა სამსახური | 23,500,000 | 2,000,000 |
| უზენაესი სასამართლო | 22,000,000 | 1,200,000 |
| – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო | 19,000,000 | 1,000,000 |
| სტატისტიკის ეროვნული სამსახური – საქსტატი | 18,500,000 | -9,500,000 |
| იურიდიული დახმარების სამსახური | 15,500,000 | 700,000 |
| ანტიკორუფციული ბიურო | 14,500,000 | 1,300,000 |
| იუსტიციის უმაღლესი საბჭო | 13,000,000 | 400,000 |
| სახალხო დამცველის აპარატი | 10,800,000 | 500,000 |
| პრეზიდენტის ადმინისტრაცია | 10,500,000 | 500,000 |
| პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური | 9,500,000 | 500,000 |
| რელიგიის საკითხთა სააგენტო | 7,700,000 | 100,000 |
| საკონსტიტუციო სასამართლო | 7,500,000 | 700,000 |
| კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო | 7,000,000 | 500,000 |
| მეცნიერებათა ეროვნული აკადემია | 6,700,000 | 900,000 |
| ფინანსური მონიტორინგის სამსახური | 5,500,000 | 500,000 |
| შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრის აპარატი | 5,300,000 | 600,000 |
| ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია - სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია | 4,100,000 | 500,000 |
| სავაჭრო-სამრეწველო პალატა | 2,450,000 | 150,000 |
| გრანტის მართვის სააგენტო | 1,650,000 | 1,650,000 |
| რწმუნებულის ადმინისტრაცია ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი წყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში | 1,600,000 | 50,000 |
| რწმუნებულის ადმინისტრაცია აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში | 1,500,000 | 50,000 |
| რწმუნებულის ადმინისტრაცია ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში | 1,500,000 | 50,000 |
| რწმუნებულის ადმინისტრაცია ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში | 1,320,000 | 85,000 |
| რწმუნებულის ადმინისტრაცია ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში | 1,300,000 | 80,000 |
| რწმუნებულის ადმინისტრაცია ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში | 1,300,000 | 50,000 |
| რწმუნებულის ადმინისტრაცია დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში | 1,250,000 | 70,000 |
| რწმუნებულის ადმინისტრაცია ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში | 1,200,000 | 80,000 |
| რწმუნებულის ადმინისტრაცია გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში | 1,200,000 | 50,000 |
| ენის დეპარტამენტი | 1,200,000 | 50,000 |
| ბიზნესომბუდსმენის აპარატი | 1,000,000 | 50,000 |
| სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტი | 780,000 | 35,000 |
| საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო | 700,000 | 0 |




























