მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2026 წლის იანვარში BM.ge-ის სიახლეები 2.6 მილიონჯერ წაიკითხეს

BMG სააგენტო

Google Analytics-ის მონაცემებით, 2026 წლის იანვარში სააგენტო BMG-ის სტატიები და სიახლეები 2.6 მილიონჯერ წაიკითხეს.

Google Analytics-ის თანახმად, ამ სიახლეებს სულ 432 ათასი უნიკალური მკითხველი (Users) გაეცნო.

მათ შორის საქართველოდან ვებგვერდს 379 ათასი მკითხველი ჰყავდა, აშშ-დან - 16 ათასი, გერმანიიდან 4 ათასი; იტალიიდან - 3.2 ათასი; ირლანდიიდან - 2.8 ათასი; თურქეთიდან - 2.5 ათასი, საფრანგეთიდან კი - 2.4 ათასი.

სისტემის თანახმად, წელს BMG-ის მკითხველთა 57.2% ქალი, 42.8% კი კაცია.

გასულ თვეში Bm.ge-ის ვებგვერდზე ყველაზე ხშირად შემდეგი სიახლეები წაიკითხეს:

  1. ყველაზე მდიდარი ქართველი მიხეილ ლომთაძეა - 35,933 წაკითხვა;
  2. "სასტუმროში განთავსება 50 ლარი ღირს და მაინც არავინ მოდის. რომელ ტურიზმზეა საუბარი?!" - "თამარიონი" - 31,360 წაკითხვა;
  3. რისთვის დააპატიმრეს ირაკლი ღარიბაშვილი და რატომ არ არის მის ბრალში სამოხელეო დანაშაული? - 29,745 წაკითხვა;
  4. თურქეთში ფაროსანას გამოჩენა საქართველოს ევროპის ბაზარზე თხილის შესატან ფანჯარას უხსნის - ასოციაცია დეტალებზე - 26,729 წაკითხვა;
  5. დღეიდან, ჩამორთმეული მართვის მოწმობის საფასურის სანაცვლოდ ვადაზე ადრე აღდგენის უფლება უქმდება - 25,067 წაკითხვა;
  6. "ტრამპის მარშრუტის" გახსნით, საქართველო 2 მლნ ტონამდე ტვირთს დაკარგავს - პაატა ცაგარეიშვილი - 22,791 წაკითხვა;
  7. საქართველოში მეორეული ტანსაცმლის იმპორტი კვლავ გაიზარდა - სად ვყიდულობთ? - 21,008 წაკითხვა;
  8. "ბევრმა ტურისტმა გვითხრა, ორჯერ დავფიქრდებით, სანამ კიდევ ჩამოვალთ გუდაურში" - რა პრობლემებია კურორტზე? - 20,684 წაკითხვა;
  9. თბილისში ამტვერებადი და ადვილად აალებადი მასალების განთავსება-რეალიზაცია შეიზღუდა | ჯარიმები გაიზარდა - 20,421 წაკითხვა;
  10. მთავრობამ "საქართველოს ბანკს" 28 ქალაქის იუსტიციის სახლში ფართები დროებით სარგებლობაში გადასცა - 18,055 წაკითხვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები