მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2026 წლის იანვარში მთავრობამ ₾1.9 მილიარდის გადასახადები აკრიფა

ფინანსთა სამინისტრო

2026 წლის იანვარში, სახელმწიფო ბიუჯეტში 1.9 მილიარდი ლარის გადასახადები შევიდა, რაც I კვარტალის გეგმის 33.8%-ია. ირკვევა ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ 2026 წლის იანვრის ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ გამოაქვეყნებული ინფორმაციიდან.

უფრო დეტალურად, 2026 წლის იანვრის საგადასახადო შესრულება ასე ნაწილდება:

  • საშემოსავლო გადასახადი - 887 მილიონი ლარი, პირველი კვარტალის გეგმის 43.7%;
  • დამატებული ღირებულების გადასახადი - 667 მილიონი ლარი, პირველი კვარტალის გეგმის 33%;
  • მოგების გადასახადი - 285 მილიონი ლარი, პირველი კვარტალის გეგმის 30%;
  • აქციზის გადასახადი - 124 მილიონი ლარი, პირველი კვარტალის გეგმის 24%.

რაც შეეხება საპრივატიზაციო შემოსავლებს ის იანვარში 4.2 მილიონ ლარს შეადგენდა, საგარეო ვალდებულებებიდან მიღებული სახსრები კი 1.33 მილიარდი ლარი იყო, რაც ძირითადად ახალი $500-მილიონიანი ევრობონდის განთავსებას უკავშირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები