პარიზში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 142-ე სესია გაიმართა, სადაც 2030 და 2034 წლების ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლების ვინაობა გაირკვა.
პირველად, 1992 წლის შემდეგ, 2030 წელს ზამთრის თამაშებს საფრანგეთის ალპები უმასპინძლებს და სპეციალური ნაგებობები ჟენევის ტბიდან და ჩრდილოეთის ალპებიდან ხმელთაშუა ზღვამდე იქნება გაშლილი. ამ დრომდე ფრანგებმა ზამთრის ოლიმპიადას 3-ჯერ უმასპინძლეს: 1924 წელს შამონიში, 1968 წელს გრენობლში და 1992 წელს ალბერტვილში.
2034 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს კი აშშ-ის შტატი იუტა უმასპინძლებს, კერძოდ კი, მისი დედაქალაქი სოლტ-ლეიკ სიტი. აღსანიშნავია, რომ პარიზის მსგავსად, სოლტ-ლეიკ სიტიმაც ზამთრის ოლიმპიადა არც თუ ისე დიდი ხნის წინ, 2002 წელს მიიღო.
ცნობისთვის, ზამთრის მომდევნო ოლიმპიური თამაშები 2026 წელს 6-დან 22 თებერვლის ჩათვლით იტალიაში, კერძოდ, მილანსა და კორტინა დ’ამპეზოზე ჩატარდება.
რაც შეეხება პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებს, ის 26 ივლისს დაიწყება და 11 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.