“მილანის” ლეგენდარული მცველი პაოლო მალდინი დიდი ალბათობით სამუშაოდ საუდის არაბეთში გადაბარგდება.
საფეხბურთო ინსაიდერის ფაბრიციო რომანოს ცნობით, 55 წლის ყოფილი ფეხბურთელი საუდი პრო ლიგის კლუბ “ალ იტიჰადში” სპორტული დირექტორის თანამდებობაზე მთავარი კანდიდატია.
შეგახსენებთ, რომ მალდინი აქამდე “მილანის” სტრატეგიული განვითარების დირექტორი, მოგვიანებით კი ტექნიკური დირექტორი გახდა, რა დროსაც კლუბს იტალიის ჩემპიონატი მოაგებინა.
პაოლომ თანამდებობა 2023 წლის ივნისში დატოვა, რის მიზეზადაც სატრანსფერო პოლიტიკაში ხელმძღვანელობის სხვა წევრებთან უთანხმოება დასახელდა.