მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლიონელ მესის ,,ალ ჰილალი'' 400 მილიონ ევროს სთავაზობს

642ea120229ea
ირაკლი მოდებაძე
07.04.23 00:00
1089
არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ლეო მესიმ ,,ალ ჰილალიდან'' ოფიციალური შეთავაზება მიიღო, რომლის თანახმად არაბები წელიწადში 400 მილიონ ევროზე მეტს სთავაზობენ.

თუმცა ცნობილია, რომ მესის პრიორიტეტი კარიერის ევროპაში გაგრძელებაა. მეორე მხრივ, ,,ბარსელონა'' ფინანსური ფეარ პლეის პრობლემების მოგვარებას ელოდება, რომ 35 წლის ფეხბურთელის კამპ ნოუზე დაბრუნებისთვის მუშაობა დაიწყოს.

ამ ეტაპზე ძნელი წარმოსადგენია, რომ მესი პსჟ-სთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს, რომელიც ივნისში იწურება. პარიზელი გულშემატკივრები მესის თამაშით უკმაყოფილონი არიან, ამასთან, ფრანგული კლუბი ,,ფეარ პლეის'' წესის დაცვას ფეხბურთელების, მათ შორის მესისთვის ხელფასის განახევრებით აპირებს. ამგვარად, საფრანგეთში მისი დარჩენა ძნელი წარმოსადგენია.

შეგახსენებთ, რომ მესის ხელშეკრულებას ვადა 2023 წლის ზაფხულში გასდის, რის შემდეგაც არგენტინელი თავისუფალი აგენტი გახდება. ,,ბარსელონა'' კი მისთვის 1+1 სისტემით ხელშეკრულების შეთავაზებას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები