ლიონელ მესის ამერიკის კონტინენტზე გადასვლა ადგილობრივი აუდიტორიისთვის ნამდვილი ფურორი გამოდგა. ბილეთების ფასები დაუყოვნებლივ გაიზარდა 30 დოლარიდან 660 დოლარამდე და აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ფასების ასეთი მკვეთრი ცვლილებისა, გასულ სეზონთან შედარებით ბილეთებზე მოთხოვნა 1215%-ითაა გაზრდილი.
მესის ხარჯზე “ინტერ მაიამი” 2024 წელს 200 მილიონი დოლარის შემოსავალს ელოდება, რაც 2023 წლის მაჩვენებელს სამჯერ აღემატება.
ცნობისთვის, გასულ სეზონში “ინტერ მაიამის” თამაშებს ჯამში 10 მილიონზე მეტი ადამიანი დაესწრო და მოსალოდნელია, რომ რიცხვი მომავალ წელს კიდევ უფრო გაიზრდება.
შეგახსენებთ, რომ “ინტერ მაიამი” 2018 წელს დევიდ ბექჰემმა 25 მილიონ დოლარად დააარსა.