მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2030 წლამდე საქართველო პირველი დონის სარაგბო ქვეყნებს ვეღარ შეხვდება - ისტორიული გადაწყვეტილება

ერთა ჩემპიონატი

მსოფლიო რაგბის საბჭომ პარიზში შეხვედრა გამართა, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს. რაგბის მმართველი ორგანოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა მხარი ახალ ტურნირს დაუჭირეს.

საბჭოს 51 წევრიდან ამ გადაწყვეტილებას მხარი 41-მა დაუჭირა, პროექტის დასამტკიცებლად კი 75%-იც საკმარისი იყო. ამრიგად, 2026 წლიდან ახალი ტურნირი “ერთა ჩემპიონატი” გაეშვება, რომელიც ივლისისა და ნოემბრის ტესტ მატჩებს ჩაანაცვლებს. 2030 წლამდე ამ ტურნირზე აღზევება/დაქვეითების სისტემა არ იმოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ 2030 წლამდე საქართველო პირველი დონის სარაგბო ქვეყნებს ვეღარ შეხვდება.

ტურნირში მონაწილეობას “6 ერისა” და “რაგბი ჩემპიონშიპის” ქვეყნები მიიღებენ, რომელთაც იაპონია და ფიჯი შეუერთდებიან. საქართველო და ტიერ 2-ის სხვა ქვეყნები “ჩელენჯერის სერიით” დაკმაყოფილდებიან და ერთმანეთს გაეჯიბრებიან.

ჩელენჯერის სერიაში პირველ-მეორე ადგილებზე გასული ნაკრებები ერთა თასის აუტსაიდერებს დამატებით პლეი-ოფში შეხვდებიან და ელიტაში მხოლოდ დამატებითი მატჩების მოგების შემთხვევაში მოხვდებიან.

ამავე სხდომაზე გადაწყდა, რომ 2027 წლის მსოფლიო თასიდან მოყოლებული, ფინალურ ეტაპზე არა - 20, არამედ 24 ნაკრები ითამაშებს.
მსოფლიო რაგბის ინიციატივას ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა, ბევრი თვლის, რომ ამგვარი გადაწყვეტილება რაგბის პოპულარიზაციას დიდ დარტყმას მიაყენებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები