მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2030 წლის საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატი ერთბაშად სამ კონტინენტზე გაიმართება

2030 მსოფლიო ჩემპიონატი

2030 წელი განსაკუთრებული თარიღია ფიფას მსოფლიო ჩემპიონატისთვის. საქმე ისაა, რომ ზუსტად 100 წლის წინ 1930 წელს პირველი მუნდიალი გაიმართა, რომელსაც ურუგვაიმ უმასპინძლა. შესაბამისად ფიფა მივიდა სიმბოლურ გადაწყვეტილებამდე, რომ გახსნითი მატჩი ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში გაიმართოს და ამასთან ჩემპიონატის ზოგიერთი მატჩი კონტინენტის კიდევ ორ ქვეყანაში არგენტინასა და პარაგვაიში ჩატარდეს.

ამ დროისთვის უდიდეს საფეხბურთო ღონისძიებაზე  მასპინძლობის განაცხადი ესპანეთს, პორტუგალიასა და მაროკოს ერთობლივად აქვთ შეტანილი და მთავარ მასპინძლებად სწორედ ისინი განიხილებიან. ფინალი მადრიდის “რეალის” საშინაო სტადიონ “სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართება. 

რიგით 24-ე მუნდიალის პერიპეტიები, რომელსაც 3 კონტინენტის ექვსმა ქვეყანამ უნდა უმასპინძლოს, ცნობილი ფიფას 2024 წლის კონგრესზე გახდება. 

ცნობილია ისიც, რომ იმ სახელმწიფოებმა, რომლებსაც 2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა სურთ, განაცხადი 31 ოქტომბრამდე უნდა შეიტანონ. სავარაუდოდ ქვეყნები იქნებიან, როგორც აზიის ისე ოკეანეთის ფედერაციებიდან, მათ შორის ერთი დადასტურებულად საუდის არაბეთი იქნება. 

შეგახსენებთ, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში გაიმართება და პირველად ისტორიაში მონაწილეობას 48 ქვეყანა მიიღებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები