მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2030 წლისთვის ღორის, საქონლის და ფრინველის ხორცის წარმოება უნდა გავაორმაგოთ - პრემიერი

60d5d6485ec92
ვიქტორია მღებრიშვილი
25.06.21 17:12
3925
"ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნდა იყოს სოფლის მეურნეობის განვითარება" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ეკონომიკური განვითარების 10-წლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ის კონკრეტული ღონისძიებები დაასახელა, რომლის განხორციელებასაც მთავრობა სოფლის მეურნეობის განსავითარებლად განახორციელებს.

„ვგეგმავთ მიწის ფონდის სრულ რეგისტრაციას და მოსახლეობის მიწით, ტექნიკით, სოფლის მეურნეობის სპეციალისტების მომსახურებით, ფინანსებზე წვდომით უზრუნველყოფას, გადამამუშავებელი და სარეალიზაციო პირობების შექმნას, ასევე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას საზღვარგარეთ.

2030 წელს ჩვენ უნდა გავაორმაგოთ ღორის, ფრინველისა და საქონლის ხორცის წარმოება, ხოლო რძით უზრუნველყოფა, ჩვენი გათვლებით, 108%-ს მიაღწევს. მილიარდამდე გაიზრდება ღვინის ექსპორტიდან შემოსული შემოსავლები.

ზოგადად, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ექსპორტი 2012 წელს იყო 500 მლნ დოლარი, 2020 წელს - 942 მლნ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო ათ წლიან პერსპექტივაში, ეს მაჩვენებელი მინიმუმ 3 მილიარდი დოლარი უნდა გახდეს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე განაცხადა, რომ 2012 წელს წყალუზრუნველყოფილი იყო 45 ათასი ჰექტარი, რაც წელს უკვე 172 ათას ჰექტარს შეადგენს.

„მომდევნო 10 წლის განმავლობაში, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს 227 ათასი ჰექტარის შედეგის მიღწევა. მთლიანად იქნება აღდგენილი სამელიორაციო სისტემა, მომდევნო წლების განმავლობაში, ჩვენი გეგმის მიხედვით.

ეტაპობრივად გაიზრდება სურსათით თვითუზრუნველყოფის დონე და ეს უნდა იყოს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა“, - განაცხადა მინსიტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები