მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2030 წლისთვის ტრანსპორტის სათბურის აირების ემისია 15%-ით უნდა შემცირდეს - მთავრობა

63dbb94e0e324
BM.GE
03.02.23 09:00
1034

მთავრობის მიერ მომზადებულ საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგიაში წერია, რომ 2030 წლისთვის ტრანსპორტის სექტორში სათბურის აირების ემისიები 15%-ით უნდა შემცირდეს.

ამას გარდა, 2030 წლისთვის ქვეყანაში რეგისტრირებულ ავტომობილებს შორის ელექტრომობილების წილი 5%-მდე, ხოლო ჰიბრიდული ავტომობილების წილი 20%-მდე უნდა გაიზარდოს.

დოკუმენტში ასევე წერია, რომ სათბურის აირების ემისიების შესამცირებლად, მათ შორის, გამონაბოლქვის კუთხით ტექნიკურად გამართული ავტომობილების წილი უნდა გაიზარდოს.

სტრატეგიით გათვალისწინებულია სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების შესახებ ნორმატიულ აქტებსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების განხორციელება ინსპექტირებისათვის გვერდის ავლის და ერთჯერადი მანიპულაციების ტრენდენციის შესამცირებლად. 

სტრატეგიით ასევე გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების განხორციელება ინსპექტირებისათვის გვერდის ავლის და ერთჯერადი მანიპულაციების ტრენდენციის შესამცირებლად. 

“სტრატეგია, ასევე ითვალისწინებს დაბალი და ნულოვანი ემისიის მქონე ავტომობილების, ელექტრო სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების წახალისებას, პარალელურად კი, ბენზინისა და დიზელის ძრავიანი ავტომობილების აქტივობის შემცირებასა და ძველი, ეკოლოგიურად არაეფეტიანი სატრანსპორტო საშუალებების იმპორტის შემცირებას. ელექტრომობილების გამოყენების წახალისებისთვის, სახელმწიფო იდენტიფიცირებას გაუკეთებს დამატებით ოპტიმალურ საგადასახადო შეღავათების ალტერნატივებს ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზის საფუძველზე, თბილისში გააუმჯობესებს ელექტრო ავტომობილებისთვის ინფრასტრუქტურას, განიხილავს ძველ მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე იმპორტის გადასახადის გაზრდის შესაძლებლობას ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევის საფუძველზე და შემოიღებს ემისიის სტანდარტს იმპორტირებულ სატრანსპორტო საშუალებებზე ხარჯ-ეფექტიანობის ანალიზის საფუძველზე (ძრავის EUR4 / EUR5)”,-წერია სტრატეგიაში.

დოკუმენტის თანსატრანსპორტო საშუალებების ბაზრიდან ყველაზე ნაკლებად ეფექტური სატრანსპორტო საშუალებების ამოღება და ავტოპარკის განახლება, გაზრდის არა მხოლოდ მის საშუალო ეფექტურობას, არამედ, ზოგადად, ჰაერის ხარისხს. უზრუნველყოფილი იქნება ელექტრომობილების შემოსვლის მაჩვენებლის ზრდა (ასევე, ელექტრომობილების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება) და არსებული ავტოპარკის ეტაპობრივი ჩანაცვლება. ავტომობილების აქტივობის შემცირების პარალელურად, მძღოლების გარკვეული ნაწილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის, როგორც გადაადგილების ძირითადი საშუალების, გამოყენებაზე გადავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები