მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად დგას ახალი აეროპორტის აშენების საჭიროება? - "სქაი ლოჯისთიქსის" პოზიცია

648c28ed5f461
მარიამ იზორია
16.06.23 13:42
3185
საქართველოს მთავრობა თბილისში, ვაზიანის სამხედრო აეროდრომის მიმდებარედ ახალი აეროპორტის აშენებას აანონსებს. ამ ეტაპზე ექსპერტები ტერიტორიას სწავლობენ. თბილისში ახალი აეროპორტის საჭიროებაზე საუბარი, ჯერ კიდევ გასულ წელს დადგა. 2022 წლის 12 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ თბილისისა და ბათუმის აეროპორტების განვითარების მიზნით, მთავრობას 400-500 მლნ დოლარის ინვესტირების მოლოდინი აქვს. პრემიერს მაშინ სხვა დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა განაცხადა, რომ ამ ეტაპისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი საერთაშორისო სტანდარტებს ვერ პასუხობდა. პრემიერს არ დაუკონკრეტებია, რომ საუბარი შეიძლება ახალ აეროპორტზე ყოფილიყო. მოგვიანებით 2023 წლის 6 თებერვლის მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა თემა კიდევ ერთხელ გააქტიურა და თქვა, რომ აეროპორტის პროექტზე, რომელიც 500 მლნ დოლარის ინვესტიციას მოიცავდა, მუშაობა აქტიურად მიმდინარეობდა და მთავრობას ამბიცია აქვს, რომ თბილისს რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო აეროპორტი ჰქონდეს.

რამდენად დგას ახალი აეროპორტის საჭიროება? - ამ შეკითხვას გადაცემა „საქმის კურსში“ „სქაი ლოჯისთიქის“ დამფუძნებელმა გიორგი ზუმბაძემ უპასუხა.

მან საკითხი საჰაერო-სატვირთო გადაზიდვების ჭრილში შეაფასა და აღნიშნა, რომ ახალი აეროპორტი საქართველოს შესაძლებლობას მისცემს გახდეს ჰაბი.

„მე სატვირთო მიმართულებით ვუყურებ ამ საკითხს. ახალი აეროპორტის მშენებლობა ყოველთვის წინ გადადგმული ნაბიჯია და ეს საქართველოს უფრო მეტად მისცემს შანსს გახდეს ჰაბი. დღეს თბილისის აეროპორტში არსებული ტერმინალების სიმძლავრით შეუძლებელია საქართველო იყოს ჰაბი.

ნებისმიერი მსგავსი ინიციატივა წინ გადაგმული ნაბიჯია თუ ეს არ იქნება მხოლოდ სამგზავროზე ორიენტირებული“, - ამბობს „სქაი ლოჯისთიქის“ დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები