მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

22 სანატორიუმიდან, რომლის ყიდვასაც ივანიშვილი გეგმავს, 15 - ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა

5db8294598947
თელარა გელანტია
29.10.19 15:55
4707
წყალტუბოში არსებული 22 სანატორიუმიდან, რომლის გამოსყიდვასაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი გეგმავს, 15 სანატორიუმი საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ბალანსზეა.

აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-ის ქონების სააგენტოში დაუდასტურეს.

სანატორიუმების სია:

სანატორიუმი "სამგურალი"
სანატორიუმი "მეგობრობა"
სანატორიუმი "გეოლოგი"
სანატორიუმი "იმერეთი"
სანატორიუმი "გელათი"
სანატორიუმი "თბილისი"
სანატორიუმი "რკინიგზელი"
სანატორიუმი "აია"
სანატორიუმი "ფილიალი"
სანატორიუმი "უშიშროება" 
სანატორიუმი "წყალტუბო"
სანატორიუმი "მედეა"
სანატორიუმი "სავანე"
სასტუმრო "წყალტუბო"
სანატორიუმი "სინათლე"

რაც შეეხება იმას, პრივატიზაციის რა ფორმით გეგმავს ივანიშვილი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების ყიდვას, ჯერჯერობით, უცნობია. დამატებით ინფორმაციას არც - ეკონომიკის სამინიsტროში ფლობენ და დეტალებზე ვერც პარტიაში საუბრობენ.

ცნობისთვის: „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ და ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე საათის წინ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, წყალტუბოში მდებარე 22 სასტუმროს და 9 აბანოს გამოისყიდის და კურორტის რეაბილიტაციას დაიწყებს.

„ჩემი გეგმის მიხედვით, წყალტუბო, უახლოეს წლებში, შესაძლებელია, გახდეს აღმოსავლეთ ევროპის უმნიშვნელოვანესი მიზიდულობის ადგილი და კონკურენცია გაუწიოს დიდ მოთამაშეებს ცენტრალურ ევროპაში“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ივანიშვილის სახელით გავრცელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები