მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

23 აპრილს, ლონდონში, უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის წარმომადგენლების შეხვედრა იგეგმება

უკრაინა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, 23 აპრილს, ლონდონში უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის წარმომადგენლები უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე მოსალაპარაკებლად შეხვდებიან. ამის შესახებ ის X-ზე წერს.

„ვესაუბრე დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ კირ სტარმერს. კარგი და დეტალური საუბარი იყო.

ამ ოთხშაბათს, ჩვენი წარმომადგენლები ლონდონში იმუშავებენ. უკრაინა, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და აშშ - ჩვენ მზად ვართ წინსვლისთვის, რაც შეიძლება კონსტრუქციულად, როგორც აქამდე ვაკეთებდით, რომ მივაღწიოთ უპირობო ცეცხლის შეწყვეტას, რომელსაც რეალური და განგრძობადი მშვიდობა მოჰყვება.

მადლობელი ვარ ჩვენი პარტნიორების, ვინც გვეხმარებიან. უპირობო ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს პირველი ნაბიჯი მშვიდობისკენ. ამ აღდგომამ ნათელი გახადა, რომ რუსეთის ქმედებებია ის, რაც ომს ახანგრძლივებს.

ასევე, კირთან [სტარმერი] ევროპის უსაფრთხოების ფორმატში ჩვენი ერთობლივი მუშაობის საკითხი განვიხილე“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ რუსეთი და უკრაინა შეთანხმების მიღწევას მიმდინარე კვირაში შეძლებენ. ამის შესახებ მან 20 აპრილს სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე დაწერა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები