მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

24 დეკემბრიდან საზ.ტრანსპორტის ამუშავებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

5fe0b17f63226
ინგა მურუსიძე
21.12.20 18:39
6800
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან, ქვეყნის მასშტაბით, არასასურსათო სავაჭრო ობიექტებთან ერთად აკრძალულია საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მოძრაობა. მთავრობის დადგენილებით, ტრანსპორტით გადაადგილება 24 დეკემბრიდან უნდა აღდგეს, თუმცა როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

BM.GE-ის მთავრობის ადმინისტრაციაში უთხრეს, რომ შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო მსჯელობს. "მსჯელობა ყველა საკითხს ეხება", - ამბობენ მთავრობაში.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებასთან დაკავშირებით, ჩვენ უშუალოდ თბილისის მერიას და "თბილისის მიკროავტობუსსაც" დავუკავშირდით.

კახა კალაძის უწყებაში ამბობენ, რომ საზოგადოებრივი ტრასპორტი მზადაა 24 დეკემბრიდან განაახლოს მუშაობა, თუმცა თუკი უწყებათშორისი საბჭო გადაწყვეტს, რომ ტრანსპორტის გადაადგილება არ აღდგეს, ასეც იქნება.

რაც შეეხება „თბილისის მიკროავტობუსს“, როგორც bm.ge-ის კომპანიაში უთხრეს, სამარშრუტო ტაქსებიც 24 დეკემბრიდან სამუშაოდ გასასვლელად მზად არიან, მაგრამ ისინიც მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებას ელიან.

შეგახსენებთ: 24 დეკემბრიდან, დაანონსებული იყო არასასურსათო სავაჭრო მოლების გახსნა, თუმცა მთავრობა ამ საკითხზეც მსჯელობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები