მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

24-ე სკოლის კვების ობიექტს საწარმოო პროცესი ჰიგიენური შეუსაბამობების გამო შეუჩერდა

124 სკოლა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოქალაქის შეტყობინების საფუძველზე ჩუღურეთის რაიონში მდებარე 24-ე საჯარო სკოლის კვების ობიექტი „შპს სისა“ არაგეგმიურად შემოწმდა.

შემოწმების შედეგად ინსპექტორებმა კრიტიკული შეუსაბამობა ჰიგიენური ნორმების დარღვევა გამოავლინეს. სააგენტოს ცნობით, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეჩერდა შეუსაბამობების სრულ აღმოფხვრამდე.სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების კვების ობიექტების მონიტორინგი აქტიურად გრძელდება.

უწყება მომხმარებლებს მოუწოდებს, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ინფორმაცია დატოვონ ცხელი ხაზზე — 1501.

სააგენტოს თქმით, სამომხმარებლო ბაზრის ერთობლივი მონიტორინგი და მოსახლეობის აქტიური ჩართულობა მათ საშუალებას აძლევს, პრობლემები დროულად გამოავლინონ და შესაბამისი ზომები მიიღონ.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით კომპანია "სისა" 2022 წელს დარეგისტრირდა და წილის 100%-ს ანგელინა სისაური ფლობს. თავადაა დირექტორიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები