დღევანდელი „თავისუფლების მარში“ , "რუსული კანონის" წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დასრულდა.
აქციის მონაწილეებმა დასრულებისას საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები შეასრულეს და ევროკავშირის დროშა გაშალეს.
დღეს, 25 და 26 მაისს კვლავ დაანონსდა აქციები, კერძოდ: ახალგაზრდები ხვალ, 25 მაისს, 09:00 საათზე, თსუ-ს მე-2 კორპუსთან გეგმავენ მისვლას, სადაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ლექცია უნდა წაიკითხოს. ამასთან, მორიგი აქცია 26 მაისს, ვაკის პარკთან გაიმართება.