მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

25%-იანი ფასდაკლების ფარგლებში მოიჯარეებმა სახელმწიფოსგან 64 მიწის ნაკვეთი გამოისყიდეს

61def2d950e2b
სალომე მეცხვარიშვილი
12.01.22 19:55
676
25%-იანი ფასდაკლების ფარგლებში მოიჯარეებმა სახელმწიფოსგან 64 მიწის ნაკვეთი გამოისყიდეს. აღნიშნული ობიექტები მოიჯარეებმა ბოლო 8 თვის განმავლობაში გადაიფორმეს.

ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ bm.ge-სთვის მიწოდებული ინფორმაციით, მოიჯარეებმა 2.9 მილიონი ლარის ღირებულების 239 ჰექტარი ფართობი გამოისყიდეს.

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას ცნობით, სახელმწიფოს სულ 2000-მდე ასეთი მოიჯარე ჰყავს.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის მაისში მთავრობამ სახელმწიფოს მოიჯარეებს სასოფლო მიწების გამოსყიდვის შესაძლებლობა მისცა და 25%-იანი ფასდაკლებაც შესთავაზა. ეს არის ის სახელმწიფო სავარგულები, რითაც ფერმერები წლებია სარგებლობენ, თუმცა მათ საკუთრებაში არ არის. სახელმწიფო პროგრამის მიზანია, მიწების საკუთრებაში გადაცემით გაიზარდოს ამ სექტორის საინვესტიციო მიმზიდველობა და შედეგად, ქვეყანაში დაუმუშავებელი მიწა არ დარჩეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები