მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

27 517 ინფიცირებულიდან 17 19 ბინაზე მკურნალობს - ბერდია სიჭინავა

5fd7118ee20ec
ინგა მურუსიძე
14.12.20 11:20
432
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილის ბერდია სიჭინავას განცხადებით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 27 517, საიდანაც 6 912 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -2 977, აჭარაში - 866, იმერეთში - 1 419.

გარდა ამისა, 17 719 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე  გადის.

„საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 986 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 290, აჭარაში - 146, ხოლო იმერეთში - 15.
სულ 6 ოქტომბრიდან - 13 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია 20 352 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 48 685 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 18 908 პირი, აჭარაში - 8 667, იმერეთში - 6 319“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები