მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN
Loading data...

27 სექტემბერს 11 421 ადამიანი აიცრა - NCDC

28 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 760 878 აცრა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სულ მცირე ერთი დოზით ვაქცინირებულია 975 028 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 34.3%. ამასთან, სრულად ვაქცინირებულია 785 850 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 27.5%.

27 სექტემბერს აიცრა 11 421 ადამიანი.

რეგიონების მიხედვით, სტატისტიკა კი ასეთია: სამეგრელო-ზემო სვანეთი - 653 აცრა; რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი - 155; იმერეთი - 1 176; გურია - 462; აჭარა - 1 465; სამცხე-ჯავახეთი - 327; თბილისი - 5 147; ქვემო ქართლი - 658; შიდა ქართლი - 538; კახეთი - 597.
საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟები