მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"3 000-მდე უბანში იქნება ტექნიკური აღჭურვილობა, რაც ქვეყნის მასშტაბით, 1-დღიანი პროცესისთვის ურთულესი IT ამოცანაა" - ზურაბ ხარატიშვილი არჩევნებზე

არჩევნები

მიმდინარე წელს, 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. კერძოდ, ამომრჩევლის იდენტიფიცირებისა და ხმის დათვლის პროცესი ელექტრონულად ჩატარდება.

როგორც ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე, ზურაბ ხარატიშვილი BMGTV-ს გადაცემაში „ანალიტიკა“ აცხადებს, რომ ტექნოლოგიები აუცილებელია, რადგან ქვეყანა, რომელიც ტექნოლოგიურ განვითარებას არ ექვემდებარება, დროთა განმავლობაში კვდება.

„ტექნოლოგიური განვითარება კარგია, კარგი პატრონის ხელში, თუ მას კეთილსინდისიერად და კარგად იყენებ, თუმცა ტექნოლოგიებს აქვთ შესაძლებლობა, რომ მათი მანიპულაციის მიზნით გამოყენების.

დაახლოებით, 2500-3000 უბანში იქნება ეს ტექნიკური აღჭურვილობა, რაც ურთულესი IT ამოცანაა, 1-დღიანი პროცესისთვის ქვეყნის მასშტაბით. შესაბამისად, ძალიან დიდი კითხვის ნიშნავს იწვევს, ის, რომ როდესაც ამ ტექნოლოგიების დატესტვა ხდებოდა, ძალიან მცირე მასშტაბებზე იტესტებოდა, იმასთან შედარებით, რაც ახლა კეთდება. იყო მაქსიმუმ ერთი ოლქი, სადაც ერთი კანდიდატი იყო და 25%-იც არ მოსულა. ამ დროს, უცებ ნახტომისებური ნაბიჯის გაკეთება, არალოგიკურია. პირველ ეტაპზე, უბნების 10%-ზე უნდა გაგვესინჯა, შემდეგ არჩევნებზე 25%-ზე და ეტაპობრივად გაიზრდებოდა 90%-მდე. დაუტესტავზე 90%-იანი დაფარვა ძალიან სარისკოა, რადგან პროცესის მართვა რომ ვერ შეძლონ, თუნდაც ტექნიკურად და არაფერს ვამბობ, რომ ოცნების რეპუტაციიდან გამომდინარე, რის მანიპულირებას ეცდებიან, ეს ჯერ კიდევ არ ვიცით“,- აცხადებს ხარატიშვილი.

მისი ცნობით, გამოწვევები, რამაც საარჩევნო პროცესზე კრიტიკული მნიშვნელობა შეიძლება იქონიოს, ტრადიციულად ამომრჩეველთა მოსყიდვაა, განსაკუთრებით ვისაც ეკონომიკურად უჭირს, მათი დახმარებების გაუქმებით, სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე მოქალაქეებისთვის დაპირებებით, პრობაციონერებთან მუშაობით. ამასთან, ვინც ფინანსურად სიპებზეა მიბმული, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც ყველა ოჯახში, ერთი ადამიანი მაინც მუშაობს სახელმწიფო სამსახურში.

რაც შეეხება ემიგრანტებს, ხარატიშვილი აცხადებს, რომ ისინი საპროტესტო ტალღაა და ამიტომ, ყველა ხელისუფლება ცდილობს, რომ ისინი რაც შეიძლება ნაკლებად იყვნენ მობილიზებული.

"გარდა იმისა, რომ ტექნიკურად, მართლაც არ არის მარტივი, რომ ყველგან გახსნა უბნები, მითუმეტეს, რომ სურვილიც არ აქვთ, ეს საკითხები წლების განმავლობაში არ წყდება და ელექტრონულად ხმის მიცემაც არ არის ამის გადაწყვეტის პანაცია. ერთადერთი რაც შეგვიძლია ემიგრანტებს მოვუწოდოთ, რომ იაქტიურონ და ხმა მისცენ იქ, სადაც შესაძლებლობა არის მაგრამ ამას კიდევ ერთი უარყოფითი ის აქვს, რომ თუ იციან, რომ ადამიანი უცხოეთშია და იქ არ არის რეგისტრირებული, შეიძლება მის მაგივრად სხვა მივიდეს, თუ აქტივობა დაბალი იქნება",- განმარტავს ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები