მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

3 000 ტონაზე მეტ ყურძენს ველოდებით - "თბილღვინო" 2024 წლის რთველზე

ზურაბ მარგველაშვილი

მთავრობა რთველს წელსაც დაასუბსიდირებს. პრემიერის თქმით, 2024 წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი დაახლოებით 300 000 ტონაა. კომპანია "თბილღვინოში" ამბობენ, რომ წელს ყურძნის მოსავალი, როგორც რაოდენობრივად ისე ხარისხობრივად დადებითი პროგნოზების გაკეთების შესაძლებლობას იძლევა.

“3 000 ტონაზე მეტ ყურძენს ველოდებით, აქედან დიდი ნაწილი არის საფერავი. თეთრი ჯიშებიდან კი ჩვენ გვაქვს მწვანე, ქისი და რქაწითელი. ყურძენი ძალიან კარგ მდგომარეობაშია და იმედია კლიმატური პირობები ჩვენც და საქართველოს მევენახეობის ყველა ზონას აგვარიდებს ცუდ ვითარებას და სეტყვას", - ამბობს იგი.

კომპანიის დირექტორის თქმით, გასული წლის გამოცდილებიდან გამომდინარე სეტყვის რისკი ისევ არსებობს. მისი თქმით, სწორედ ამ რისკებიდან გამომდინარე თბილღვინოს ვენახებში მეტეოსადგურები და სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები დამონტაჟდა.

“მოსავლის პროგნოზი ძალიან რთულია, წინა კვირას მევენახეების საერთაშორისო გუნდთან ერთად გვქონდა განხილვა თბილღვინოს საკუთრებაში არსებულ 403 ჰექტარ ვენახებში რა მდგომარეობაა. 403 ჰექტარი 6 ადგილმდებარეობაზე გვაქვს, ძირითადად ეს არის მუკუზანის, ქინძმაურაულის და წინანდლის მიკროზონებში. შარშან სეტყვა იყო, რომელმაც ძალიან დიდი რაოდენობის მოსავალი დაგვაკარგვინა. სეტყვა ის გარემოებაა, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებელია და ბოლო წლების განმავლობაში კახეთის რეგიონი, განსაკუთრებით ყვარლის და გურჯაანის სეტყვის კუთხით ძალიან სარისკოა. თუმცა ამ მხრივაც გვაქვს სიახლე, წელს პირველად სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები გავაკეთეთ ერთ ვენახში, ეს ჩვენთვის საცდელია. უკვე საკმაოდ წარმატებულად ხდება ტესტირება და რამდენიმეჯერ აცილებული იყო სეტყვის წინაპირობა. ასევე ჩვენ გვაქვს მეტეოსადგურები 6 ვენახში დამონტაჟებული, რაც ასევე გვეხმარება ვენახის მოვლის პროცესების დანერგვაში და შემდგომ ხარისხიანი ყურძნის მიღებაში,”- ამბობს კომპანია თბილღვინოს დირექტორი ზურაბ მარგველაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები