ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ უწყების 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ საკოორდინაციო შტაბთან ერთად ოპეარტიული და ტაქტიკური ამოცანების შესასრულებლად ელექტრონული მართვის რამდენიმე პლატფორმა შეიქმნა და ამოქმედდა.
ნათია თურნავამ საზოგადოებას ამ პლატფორმების მუშაობის ზოგადი შედეგები გააცნო:
„ბიზნეს ვიზიტორების მართვის პლატფორმა, რომელიც 2020 წლის ივლისში დაინერგა და დღემდე მოქმედებს. ამ პერიოდში სულ 18 000-მდე განაცხადის დამუშავება მოხდა.
ნაცვალგების შეთანხმების ქვეყნებიდან ვიზიტორთა წინასწარი რეგისტრაციის პლატფორმა - ის 2020 წლის ივლისიდან ამუშავდა და სულ 8 000-მდე სარეგისტრაციო განაცხადი დამუშავდა, საიდანაც 6 000-მდე ვიზიტორმა საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა.
პროექტი "იმუშავე საქართველოდან“ - ელექტრონული პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც შემოვიდა 1 415 განაცხადი და ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქის შემოსვლაზე გაცემულია 1000-მდე ნებართვა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.




























