მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

30-ზე მეტმა ქვეყანამ და EU-მა უკრაინის აღდგენის მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღო

დეგკლარაცია

25 სექტემბერს, ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე 30-ზე მეტმა ქვეყანამ და ევროკავშირმა უკრაინის აღდგენისა და რეკონსტრუქციის მხარდამჭერი ერთობლივი დეკლარაცია მიიღო.

დიდი შვიდეულის (G7) ლიდერების და პარტნიორი ქვეყნების მიერ მიღებული დოკუმენტი მოკლევადიან და ომის შემდგომ პერიოდში, უკრაინის სამხედრო, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებასთან მიმართებით რამდენიმე პუნქტს აერთიანებს, მათ შორის დახმარებას უკრაინის აღდგენაში ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და 2024 წლის ბოლომდე დაახლოებით 50 მილიარდი დოლარის მიწოდებას გაყინული რუსული აქტივებიდან.

"დღეს ჩვენ ვიღებთ ერთობლივ დეკლარაციას უკრაინის აღდგენისა და რეკონსტრუქციის მხარდაჭერისთვის, რათა ნათლად განვაცხადოთ, რომ უკრაინის გვერდით ვართ ახლა და მომავალში“, - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელმომწერი ქვეყნების შეხვედრის შემდეგ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები