მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

*303# მეშვეობით გაზის, წყლისა და დენის საფასური მილიონზე მეტმა მომხმარებელმა გადაამოწმა

სემეკი
03.01.24 15:32
15679

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დანერგილი სერვისით - *303#-ით ჯამში 1 მილიონზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად სემეკი ავრცელებს.

"სერვისი მოქალაქეებს აძლევს საშუალებას მობილურ ტელეფონზე *303# OK-ის აკრეფით, მიიღონ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომუნალური მომსახურებების შესახებ ყველა ტიპის ინფორმაცია. *303# მომსახურება არ საჭიროებს ინტერნეტთან წვდომას ან სპეციალური პროგრამის ჩამოტვირთვას, ხელმისაწვდომია ყველა ტიპის მობილურ ტელეფონზე. მომსახურება უფასოა და ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით.

მოქალაქეებს შეუძლიათ *303#-ის საშუალებით კომუნალური მომსახურების კომპანიებს მიაწოდონ ინფორმაცია ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან სასმელი წყლის მომარაგების წყვეტის შესახებ, გამოითხოვონ ელექტრონული ქვითარი, შეამოწმონ მიმდინარე სააბონენტო ბალანსი.

მომსახურება ხელმისაწვდომია „მაგთიკომის“, „სილქნეტის“ და „სელფის“ მომხმარებლებისათვის,"- ნათქვამია სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები