უკვე 339-ე დღეა საქართველოში პროევროპული პროტესტი გრძელდება. ამჟამად რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
განახლება: პოლიციამ რუსთაველზე მოძრაობა გახსნა. მოქალაქეები პროტესტს პარლამენტის წინ, ტროტუარზე აგრძელებენ.
ბოლო 5 დღეში რუსთაველის გადაკეტვისთვის აქციის 29 მონაწილეა დაკავებული.
შსს-ს განცხადებით, ზურაბ მენთეშაშვილის მიმართ, რომელიც გასულ ღამეს, რუსთაველზე, გზის განმეორებით გადაკეტვისთვის დააკავეს, გამოძიება სისხლის სამართლის წესით დაიწყო. ზურაბ მენთეშაშვილი აქციის პირველი მონაწილეა, რომელიც "ოცნების" საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, პროტესტის გზის გადაკეტვის ფორმით გამოხატვის გამო, სისხლის სამართლის წესით დააკავეს. მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება.




























