მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

4 928 ტონა ვაშლიდან 4 922 რუსეთში გაიყიდა, 6 ტონა – სომხეთში: სამინისტრო

6200decdb0d59
მარიამ ვარადაშვილი
07.02.22 13:36
919
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 1 აგვისტოდან 2022 წლის 6 თებერვლის ჩათვლით საქართველოდან 4 928 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 3.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ვაშლის მოცულობა 6 012 ტონით (55%), ხოლო ღირებულება - 1.6 მლნ აშშ დოლარით (33%) შემცირდა.

საანგარიშო პერიოდში, ვაშლის ექსპორტის მოცულობის შემცირების ფონზე, საექსპორტო ფასი 49%-ით გაიზარდა. 2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 6 თებერვლის ჩათვლით პერიოდში ვაშლის ექსპორტი თითქმის სრულად რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა (4,922 ტონა), ხოლო 6 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა სომხეთში.