მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

4 ბანკი ზარალზეა, 15 კი მოგებაზე - საბანკო სექტორის 2026 წლის ორი თვის შედეგები

ბანკები

საქართველოში კომერციული ბანკების მოგება 550 მილიონი ლარამდე გაიზარდა. ამის შესახებ ბანკების მიერ ეროვნულ ბანკისთვის წარდგენილი 2026 წლის იანვარ-თებერვლის ფინანსური მაჩვენებლებიდან ირკვევა.

მოგება წლიურ ჭრილში 88 მილიონი ლარით, ანუ 19%-ით არის გაზრდილი. ამასთან, 19 ბანკიდან 15 მოგებაზეა, 4 კი ზარალზე.

ბანკებიდან ყველაზე მაღალი - 280 მილიონი ლარის მოგება "საქართველოს ბანკს" აქვს, რაც წლიურად 9%-ით არის გაზრდილი. მეორე ადგილზეა "თიბისი ბანკი" 203 მილიონი ლარით (+18% წინა წელთან შედარებით), მესამე პოზიციას კი კვლავ "ლიბერთი ბანკი" იკავებს 19.4 მილიონი ლარის მოგებით (+5% მატება წინა წელთან). რაც შეეხება ზარალიან ბანკებს, მათ შორის არიან - პეისერა ბანკი; ჰეშბანკი; სილქ ბანკი და ვითიბი ბანკი საქართველო. ყველაზე დიდი - 6.5 მილიონი ლარის ზარალი 2026 წლის იანვარ-თებერვალში სწორედ ვითიბი ბანკს ჰქონდა.

# ბანკი მოგება 2026 წლის იანვარ-თებერვალში მოგების ზრდა/კლება წინა წელთან
1 საქართველოს ბანკი 280 მილიონი ლარი; 9%
2 თი–ბი–სი ბანკი 203 მილიონი ლარი; 18%
3 ლიბერთი ბანკი 19.4 მილიონი ლარი; 5%
4 ბაზის ბანკი 16.2 მილიონი ლარი; 14%
5 კრედო ბანკი 12.5 მილიონი ლარი; 1%
6 პროკრედიტ ბანკი 6.7 მილიონი ლარი; 92%
7 ტერა ბანკი 4.5 მილიონი ლარი; -21%
8 ხალიკ ბანკი 3.8 მილიონი ლარი; 54%
9 ქართუ ბანკი 3.6 მილიონი ლარი; -4%
10 პაშაბანკი 3.5 მილიონი ლარი; -326%
11 მიკრობანკი კრისტალი 3.3 მილიონი ლარი; 20%
12 იშ ბანკ 2.5 მილიონი ლარი; -1%
13 პეივბანკი 1.4 მილიონი ლარი; ბანკი წინა წელს 0.05 მლნ-ის ზარალზე იყო;
14 ზირაათ ბანკი 0.8 მილიონი ლარი; -27%
15 მიკრობანკი ემბისი 0.5 მილიონი ლარი; 23%
16 პეისერა -0.4 მილიონი ლარი; ბანკი წინა წელს 0.04 მლნ-ის მოგებაზე იყო;
17 ჰეშბანკი -1.6 მილიონი ლარი; ბანკი წინა წელს 1.4 მლნ-ის ზარალზე იყო;
18 სილქ ბანკი -4.0 მილიონი ლარი; ბანკი წინა წელს 3.4 მლნ-ის ზარალზე იყო;
19 ვი–თი–ბი ბანკი -6.5 მილიონი ლარი; ბანკი წინა წელს 28 მლნ-ის ზარალზე იყო;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები