საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და ბაღებში განახლდება, ასევე მუშაობას განაახლებენ ბავშვთა გასართობი ცენტრები. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საბჭოსთან არსებული შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
სკოლაში პირბადის ტარება ყველა მოსწავლეს მოუწევს. შეგახსენებთ, რომ ონლაინ სწავლება საქართველოს სკოლებში 15 სექტემბრიდან აღდგა.