მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

$40 მილიონის გაყიდვის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0.93 თეთრით გამყარდა

5f918380ee6ab
BM.GE
22.10.20 16:57
979
22 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. კურსის ცვლილებამ 0.93 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2181 ლარი გახდა. ევროსთან მიმართებით კი გამყარებამ 1.81 თეთრი შეადგინა, შედეგად ერთი ევროს ღირებულება 3.8086 ლარი გახდა. გირვანქა სტერლინგთან კი ლარი 0.42 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 4.2189 ლარი გახდა. 

დღესვე ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის მერყეობის შესარბილებლად 2020 წლის რიგით მეთვრამეტე სავალუტო ინტერვენცია განახორციელა. ჯამში ამ ინტერვენციების გზით სებ-ს $569.65 მილიონი დოლარი აქვს გაყიდული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები