მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

43 ავიაკომპანია და 88 მიმართულება - სააგენტომ 2023 წლის სანავიგაციო სეზონის განრიგი დაამტკიცა

6446621de824a
მარიამ ვარადაშვილი
24.04.23 15:12
974
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2023 წლის ზაფხულის სანავიგაცო სეზონის საჰაერო მიმოსვლის განრიგი დაამტკიცა. სააგენტოში ამ ეტაპისთვის წარმოდგენილი ფრენის განაცხადების მიხედვით, მიმდინარე წლის 28 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში რეგულარული სამგზავრო რეისების შესრულება იგეგმება 43 ავიაკომპანიის მიერ, 31 ქვეყნის 88 მიმართულებით. არსებული მონაცემებით, ფრენები კვირაში საშუალოდ 555 სიხშირით შესრულდება, რაც 2019 წლის ზაფხულის სეზონისთვის გაცემული სიხშირეების რაოდენობას 3%-ით აღემატება.

მიმდინარე ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, ფრენების შესრულება 44 ევროპული მიმართულებით იგეგმება, რაც ყოველდღიურად დაახლოებით 17, ხოლო კვირაში 126 სიხშირეს უტოლდება. მნიშვნელოვანია ასევე გალფის ქვეყნების (საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ქუვეითი, ომანი და კატარი) მიმართულებების წილი (16 მიმართულება, საშუალოდ 20 სიხშირე ყოველდღიურად და 138 სიხშირე კვირაში). ამასთან, სააგენტო აგრძელებს ავიაკომპანიების განაცხადების მიღებას დამატებითი რეგულარული და სეზონური მრავალჯერადი ჩარტერული რეისების შესასრულებლად.

2023 წლის პირველ კვარტალში, საქართველოს აეროპორტებში ჯამში 4 839 რეისი განხორციელდა. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებულ ფრენებთან შედარებით, რეისების რაოდენობა 22%-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით აღდგენის მაჩვენებელი 93%-ს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები