მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

$4.7 მლრდ ტურიზმის შემოსავლები - რომელი ქვეყნებიდან იღებს საქართველო ყველაზე მეტ შემოსავალს?

ტურისტები ტურიზმი

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2025 წელს საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან 4.69 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო. 2024 წელთან შედარებით ზრდა 6%-ს შეადგენს.

ბოლო 5 წელში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ასეთია:

  • 2025 წელი - 4.7 მლრდ დოლარი;
  • 2024 წელი - 4.4 მლრდ დოლარი;
  • 2023 წელი - 4.1 მლრდ დოლარი;
  • 2022 წელი - 3.5 მლრდ დოლარი;
  • 2021 წელი - 1.2 მლრდ დოლარი;

შარშანაც საქართველომ ყველაზე მეტი შემოსავალი რუსეთიდან მიიღო 694 მლნ დოლარი, 2024 წელთან შედარებით კლება 18%-ია. მეორე ადგილზეა თურქეთი 606 მლნ დოლარით, წლიურ ჭრილში კლება 1%-ს შეადგენს. შემდეგ მოდის ისრაელი 586.3 მლნ დოლარით, 2024 წელთან შედარებით ზრდა 34%-ია, მეოთხე ადგილზეა აზერბაიჯანი 223 მლნ დოლარით, წლიური ზრდა შემოსავლებში 33%-ს შეადგენს. მეხუთე ადგილს სომხეთი იკავებს, საიდანაც შარშან საქართველომ 169.5 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, წლიური ზრდა 8%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებს (დიდ ბრიტანეთის ჩათვლით), 2025 წელს საქართველომ აქედან 660 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 16%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები