საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად საგზაო მოძრაობის მონაწილის მიერ (გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლისა) საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმა 10 ლარია, განმეორების შემთხვევაში ჯარიმა ორმაგდება. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ამ ქმედებას მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის შეფერხება, ჯარიმის ოდენობა 50 ლარამდე იზრდება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, საგზაო მოძრაობის მონაწილის (გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლისა) მიერ „საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობაზე, აგრეთვე საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფაზე 2023 წელს 4676 ჯარიმა გამოიწერა, ხოლო 2019 წელს ეს რიცხვი 33366 იყო.
სტატისტიკის თანახმად, 5 წელში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ქვეითებზე გამოწერილი ჯარიმების რაოდენობა 85.9%-ით შემცირდა.
ქვეითად მოსიარულის მიერ საგზაო მოძრაობის წესის დარღვევის სტატისტიკა (2019-2023)
2019- 33366 (თბილისი - 25103)
2020- 15521 (თბილისი - 9620)
2021- 7748 (თბილისი - 6789)
2022- 6159 (თბილისი - 5644)
2023- 4676 (თბილისი - 3309)
ქვეითის მხრიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები რაოდენობა შემცირდა, მაგრამ წლიდან წლამდე მზარდია ქვეითის ჩართულობით ავტოსაგზაო შემთხვევები. მხოლოდ გასულ წელს ამ კატეგორიაში 1600-ზე მეტი საგზაო შემთხვევა აღირიცხა და 95 პირი გარდაიცვალა.
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა/შეჯახება ქვეით მოსიარულეზე - სტატისტიკა (2019-2023)
2019- 1400/102 (დაშავდა/გარდაიცვალა)
2020- 884/86 (დაშავდა/გარდაიცვალა)
2021- 944/77 (დაშავდა/გარდაიცვალა)
2022- 1152/86 (დაშავდა/გარდაიცვალა)
2023- 1638/95 (დაშავდა/გარდაიცვალა)