მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

5 წელში სეტყვასაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემაზე ₾38.6 მლნ დაიხარჯა - აუდიტი

დელტა სეტყვა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, ბოლო წლებში სეტყვასაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემის ფუნქციონირებისათვის გაწეული ხარჯის დინამიკა მზარდია.

სეტყვასაწინააღმდეგო სისტემების ეფექტიანობის შესახებ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2020-2024 (11 თვე) წლებში აღნიშნულმა ხარჯმა ჯამურად 38.6 მლნ ლარი შეადგინა. მათ შორის: 2022 წელს – 54 569 ლარი, ხოლო 2024 წლის 11 თვეში 3 190 974 ლარი.

2015 წლიდან კახეთის რეგიონში ოპერირებს სეტყვასაწინააღმდეგო სისტემა, რომელსაც სსიპ − დელტას სეტყვასაწინააღდეგო სისტემის მართვის დეპარტამენტი მართავს სეზონურად, 1 აპრილიდან 1 ნოემბრამდე პერიოდში.

აუდიტის სამსახური არაერთ ნაკლოვანებასა თუ გამოწვევაზე მიუთითებს, რის გამოც სისტემას ეფექტიანად ვერ ვიყენებთ. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მხოლოდ 4 დღეში მოსული სეტყვისგან მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 13.3 მლნ ლარი, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ქვეყანაში სხვადასხვა სახის გამართული სეტყვასაწინააღმდეგო სისტემების არსებობის აუცილებლობას.

სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის ოპერირების ეფექტიანობის შესწავლის შედეგად აუდიტის მიგნებებს გაეცანით ბმულზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები