მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„55 თეთრად როგორ გავყიდოთ... ეს არის დაქცევა“ - მეხორბლეთა ახალი შეთავაზება მთავრობას

642c073eab45b
ვიქტორია მღებრიშვილი
04.04.23 15:43
5146
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ რამდენიმეკვირიანი მოთხოვნების შემდეგ მეხორბლეებისა და მეწისქვილეების შეთავაზებას უარით უპასუხა და განაცხადა, რომ რუსეთიდან ხორბლის იმპორტისას დაწესებული ბაჟის დამაბალანსებელ გადასახადს რუსული ფქვილის იმპორტზე ვერ დააწესებდა. დარგი ამ მოთხოვნით ხელისუფლებას წისქვილკომბინატების ამუშავებისა და ხორბლის მწარმოებელი ფერმერების დაგროვილი მარაგების რეალიზების მიზნით მიმართავდა და გარანტიას იძლეოდა, რომ ფქვილზე დამაბალანსებელი გადასახადის დაწესებით პური არ გაძვირდებოდა. მინისტრმა ისიც თქვა, რომ ხორბლის თვითუზრუნველყოფის 50%-მდე გაზრდა ქვეყნისთვის პრიორიტეტად რჩება და მეხორბლეებს ოპტიმიზმისკენ მოუწოდა.

ოთარ შამუგია დარწმუნებით ამბობს, რომ წისქვილები მალე ამუშავდებიან და ფერმერები დარჩენილი ხორბლის ჩაბარებას შეძლებენ. ის იმასაც აღნიშნავს, რომ მთავრობამ, გასულ წელს, ფერმერების მხარდაჭერისთვის და ხორბლის თვითუზრუნველყოფის გაზრდისთვის, იაფი სესხი შესთავაზა, რამაც მეხორბლეებს მარცვლეულის მაქსიმალურად დიდ ფართობებზე დათესვის შესაძლებლობა მისცა. გუშინდელ მთავრობაზე ისიც გაირკვა, რომ ხორბლის ექსპორტზე დაწესებული ბაჟი, რომელსაც დადგენილებით ივლისამდე უნდა ემოქმედა, ვადაზე ადრე რამდენიმე დღეში გაუქმდებოდა.

ხელისუფლების პოზიციას არ ეთანხმებიან მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციაში. უფრო მეტიც, ფერმერთა გაერთიანებაში ამბობენ, რომ დარჩენილი ხორბლის მარაგების რეალიზებას იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ სახელმწიფო დაახლოებით 30 000 ტონა ხორბალს ჩაბარებისას 1 კგ-ზე 20-25 თეთრით დაასუბსიდირებს. ამის შესახებ მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ბენიაიძემ BM.GE-სთან განაცხადა.

ჩვენ წისქვილებმა გვითხრეს, რომ 15-20 ათას ტონაზე მეტ ხორბალს ვერ იყიდიან ახალი სეზონის დაწყებამდე, რადგან მეტის გადამუშავებას ვერ მოახერხებენ. ისინი 1 კგ ხორბალში დაახლოებით 55 თეთრს გვთავაზობენ, რაც ჩვენთვის ამ ხორბლის მოყვანისთვის ჩადებული თანხის თვითღირებულებაზე ნაკლებია. 55 თეთრად როგორ გავყიდოთ... ეს არის დაქცევა.

ამიტომ მთავრობას ვთავაზობთ 1 კგ-ზე 20-25 თეთრით დაასუბსიდირონ, რომ წისქვილებმა ჩაბარება დაიწყონ, ფერმერებმა გაყიდვა და გადავარჩინოთ შარშანდელი მოსავალი. ამ ეტაპისთვის ახალი სეზონის მოახლოებასთან ერთად საწყობებიც არ არის თავისუფალი“, - განმარტა ბენიაიძემ.

მისი თქმით, მთავრობის მხრიდან გასულ წელს გაწეული მხარდაჭერა ფერმერებს ტვირთად დააწვათ, რადგან ჩაუბარებელი მოსავლის პირობებში იაფი სესხით აღებულ საბანკო ვალდებულებებს ვერ ემსახურებიან.

„საკითხი ღიად არის დარჩენილი, პასუხიც არ დაუბრუნებიათ ბოლომდე. კარგად იციან რომ მოყვანაც 100%-ით არის გაძვირებული და ხორბალიც გასულ წელთან შედარებით 100%-ით არის გაიაფებული და თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად მისი გაყიდვით საბანკო ვალდებულებებს ვერ დავფარავთ.

შეგვაცდინეს, მოგვაყვანინეს და იძულებული ვართ 55 თეთრად გავყიდოთ, მთლიანად გავკოტრდეთ და მიწაც დავკარგოთ. გასულ წელს ხორბალი ამ დროს 1.10 ლარი ღირდა - დავთესეთ მაგ ფასად და ახლა 55 თეთრად უნდა გავყიდოთ. ვალს ვერ გავისტუმრებთ, თორემ გავყიდდით ამ ფასად. საექსპორტო შეზღუდვაც მოხსნეს, მაგრამ იქაც 55 თეთრი ღირს და არ გვიღირს. თვითღირებულებით მაინც რომ ჩავაბაროთ, საწყობებს გავათავისუფლებთ და ვალის ნაწილსაც დავფარავდით“, - აღნიშნა ბენიაიძემ.შეგვაცდინეს, მოგვაყვანინეს და იძულებული ვართ 55 თეთრად გავყიდოთ, მთლიანად გავკოტრდეთ და მიწაც დავკარგოთ. გასულ წელს ხორბალი ამ დროს 1.10 ლარი ღირდა - დავთესეთ მაგ ფასად და ახლა 55 თეთრად უნდა გავყიდოთ. ვალს ვერ გავისტუმრებთ, თორე გავყიდიდით ამ ფასად. საექსპორტო შეზღუდვაც მოხსნეს, მაგრამ იქაც 55 თეთრი ღირს და არ გვიღირს. თვითღირებულებით მაინც რომ ჩავაბაროთ, საწყობებს გავათავისუფლებთ და ვალის ნაწილსაც დავფარავდით“, - აღნიშნა ბენიაიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები