მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5G-ის ლიცენზიასთან დაკავშირებით აუქციონი წლის ბოლომდე გამოცხადდება - აბაშიძე

62a3128b73136
თათია კაკიაშვილი
10.06.22 13:50
1419
5G-ის ლიცენზიასთან დაკავშირებით აუქციონი წლის ბოლომდე გამოცხადდება. ამის შესახებ BMG-ის კომუნიკაციების კომისიის წევრმა ვახტანგ აბაშიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ბიზნესებთან მოლაპარაკებები მიდის და მიმდინარეობს რიგი დეტალების განხილვა, მათ შორის, სიხშირეების ბლოკების გამოყოფაც.

“საქართველოში 5G-ის რაც შეიძლება სწრაფად დანერგვა, კომუნიკაციების კომისიის ერთ-ერთი მთავარი მიზანია და, ამ მხრივ, საკმაოდ დიდი ხანია, სამუშაოები მიმდინარეობს, მათ შორის კომპანიების და ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობით.

ახლა ჩვენ უკვე ამ ეტაპის დასრულების პროცესში ვართ და ეს ალბათ მაქსიმუმ 2-3 თვეში მოხდება. საუბარია გარკვეულ დეტალებზე, რომელიც აუცილებელია, რომ დაზუსტდეს. მათ შორის, უნდა გამოიყოს სიხშირეების მთელი ბლოკი, რომელიც 5G-ის განვითარებისთვისაა საჭირო და იმედი გვაქვს, წლის ბოლომდე კომისია გამოაცხადებს აუქციონს 5G ტექნოლოგიების განვითარების მიზნით,” - განაცხადა ვახტანგ აბაშიძემ.

#5G ქსელი და საქართველო - სად ვართ?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები